თავდაცვის სამინისტროს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პოლიტიკა - 14:26, 17 Jul, 2017     1087
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს გაბორ იკლოდს შეხვდა.

მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს ჩართულობა იყო.

გაბორ იკლოდმა ქართულ მხარეს ევროკავშირის მისიებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე გაამახვილა.

ლელა ჩიქოვანმა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი გამოწვევები მიმოიხილა მან ევროკავშირისა და ნატოს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადეკვატური პოზიციონირება, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ტენდენციების შესაბამისად.

მოგვიანებით, შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების, საგარეო საქმეთა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის სამუშაო გეგმის განახლებაზე იმსჯელეს. სამუშაო გეგმაში 2017-2018 წლებისთვის გათვალისწინებული აქტივობებია გაწერილი და მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავს.

შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, თავდაცვის უწყების, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42