გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა
პოლიტიკა - 14:11, 17 Jul, 2017     759
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, თბილისის მასშტაბით რიგით მეორე ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა. პირველი ასეთი კუთხე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დიდი დიღმის ფილიალში ფუნქციონირებს.

ღონისძიებას მინისტირის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაიკლ როსმანი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებდნენ. სეპარაციის კუთხის გახსნა USAID მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) ფარგლებში.

სეპარირების სისტემის დანერგვით პროგარმა ეხმარება მთავრობას საქართველო–ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებაში, ამავდროულად ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე ნარჩენების მიერ მიყენებული ზიანის შემცირებას.

WMTR II პროგრამა საქმიანობას საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ა.რ. და ქალაქ თბილისში ახორციელებს შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით: ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება; ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორის განვითარება; ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა; საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

WMTR II პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42