,,ქართული მარშის“ სკანდალი - ,,მე რომ მეუბნები ამას, ცოტა უნდა დაფიქრდე... თათია დოლიძე არ არის ჩემი ინტერესის სფერო“
პოლიტიკა - 13:45, 17 Jul, 2017     25887
ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს, თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო ემუქრებიან. ე.წ. მარშის ლიდერებმა სიძულვილის ენით გამოთქმული ფრაზები და შეურაცხყოფები სოციალურ ქსელებში დააფიქსირეს.

Facebook პოსტში, რომელიც ამჟამად წაშლილია, ქსენოფობიური შეკრების ორგანიზატორები, 25 წლის ახალგაზრდა ქალს გაუპატიურებით ემუქრებიან.

საჯარო მუქარას თათიას განცხადება უსწრებდა წინ, რომელმაც ე.წ. ქართული მარშის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიმართ შეურაცხყოფაში განსაკუთრებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ბექა ვარდოსანიძე, რამაზ გაგნიძე და გიორგი ონიანი აქტიურობდნენ.

მათ მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, ის “შეამკეს” დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარებით და ეს “დისკუსია” დააგვირგვინეს მის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარით.

საზოგადოების პროტესტის შემდეგ, Facebook-ის პოსტი და კომენტარები წაიშალა დღეს ეს ადამიანები ირწმუნებიან, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.

ამის პარალელურად კი “ქართული მარშის” წევრების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე გამოძიების დაწყებას აქტიურად მოითხოვენ.

„ნიუპოსტი“ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს, „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ყოფილი მაღალჩინოსანი 25 წლის გოგოს გაუპატიურების მუქარაში პასუხისმგებლობას არ იღებს.

ბრეგაძეს უჭირს დაზუსტებით თქვას არიან თუ არა ამ ამაზრზეენი კომენტარების ავტორები მისი თანამოაზრეები. ბრეგაძე ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამბობს, რომ „ფეიოსბუქ სტატუსი ჩაუდეს“.

„მე არ ვიცი თათია... რა გვარია ეს ქალბატონი?! ყველა ტელევიზიისა და მედიის სხვა საშუალებებით, ყველა მხრიდან მიმდინარეობს ჩვენი დისკრიმინაცია. დანარჩენი ვინ ვის და რა მიწერა, შეაგინა არშეაგინა მე ეს არ მაინტერესებს. მე არავისთვის შემიგინებია და არავის შეგინებას არ ვაპირებ“- განაცხადა ბრეგაძემ.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე რამდენად რეალურია, მისი თანამოაზრეების განცხადებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „სტატუსები ჩაუდეს“, „ქართველთა მარშის“ იდეოლოგი ამბობს რომ „არ აინტერესებს“.

„რამდენადაც მე ვიცი არავინ არავის დამუქრებია. საერთოდ არ ვიცი ეს გოგონა ვინ არის, არასდროს შევხმიანებივარ, არასდროს მისაუბრია და არც მომავალში ვაპირებ. Facebook-ს საქართველოდან მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ვინ, ვის შეურაცხყოფა მიაყენა, მე მაგის გარჩევას აქ ვერ დავიწყებ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ვარ დაკავებული, ვიდრე სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინებაა და ა.შ.“- თქვა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

გაურკვეველია რადიკალურად განწყობილი ჯგუფის წევრები ითანამშრომლებენ თუ არა გამოძიებასთან. ამ საკითხზე სანდრო ბრეგაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარი არ ისურვა.

„მე რომ მეუბნები ამას, ცოტა უნდა დაფიქრდე. ჩემი კომენტარი ნახეთ?! ჯერ ერთი „ქართველთა მარში“ ორგანიზაცია არ არის. სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები არიან შეკრებილები. რომლებსაც საკმაოდ ბევრ საკითხზე განსხვავებული პოზიციები გვაქვს“- აღნიშნა ბრეგაძემ.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე იყო თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარები შეურაცხყმყოფელი „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა არ გვიპასუხა. ყოფილი მაღალჩინოსანი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის ესაუბრა ორ პირს, რომლებმაც მსგავსი კომენტარების დაწერა უარყვეს.

„მე ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომელთა სახელითაც გავრცელდა მსგავსი კომენტარები. სამივე მათგანი ირწმუნება ჩემთან, რომ ეს არის „ფეიკ გვერდი“ და მათი სახელით სხვამ ისარგებლა. როგორ გითხრათ არ ვარ დაინტერესებული ამ ამბით. თათია დოლიძით, ეს არ არის ჩემი ინტერესის სფერო“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

თავად თათია დოლიძემ მისი მისამართით აგორებულ აგრესიას მოკლედ უპასუხა:

"რამდენი ადამიანი დასაქმდა უცბად ჩემი ლანძღვა-გინებით. რამდენიმე ფავორიტი კომენტარიც კი მაქვს უკვე .

ჯერ მარტო 25 წლის გოგოზე მოერიდებოდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს, როგორებადაც თავი მოაქვთ მარშის მონაწილეებს, ასეთი რაღაცების დაწერა. ქალებზე აღარაფერს ვიტყვი, თავად მიაჩნიათ ასეთი ტიპის ქალებს, რომ ჭკუა არ მოეთხოვებათ. ", - დაწერა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პოლიტიკოსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42