RMG-ს გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 12:49, 17 Jul, 2017     1018
17 ივლისს, სასტუმრო Rooms-ში კომპანია RMG გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციას მართავს.

კომპანია RMG-ის მოქმედმა მენეჯმენტმა, დარგში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების შესწავლის შედეგად, კომპანიის განვითარების სტრატეგიაში პრიორიტეტად გარემოსდაცვითი მიმართულება განსაზღვრა. 2016 წლიდან დაიწყო მუშაობა გარემოსდაცვით პროგრამაზე და შესაბამისი, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რის საფუძველზეც სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია Golder Associates შეირჩა. აღნიშული კომპანიის ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის დასაწყისიდან საფუძვლიანად შეისწავლა RMG-ში არსებული გარემოსდაცითი დოკუმენტაცია და ადგილზე გაეცნო საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას. გაწეული სამუშაოების შედეგად Golder Associates წარმოადგენს RMG-ს გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციას. ეს პროგრამა სრულად მოიცავს გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ Golder Associates-ის წარმომადგენელი, ბატონი საიმონ ოლდრიჩი, რომელიც წარადგენს RMG-ს გარემოსდაცვით პროგრამას, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხელმეორედ, 4 წლის ვადით არჩეულია გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელ შემფასებლად (Independent Assessor of Environmental Impact).

RMG-ს გარემოსდაცვითი პროგრამა იწყება! უახლოეს მომავალში Golder Associates-თან ერთად დაგეგმილია RMG-ს სტრუქტურაში გარემოსდაცვითი სამსახურის გაძლიერება და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შემდგომში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. შესაბამისი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის და კონკრეტული პროექტების განხორციელების პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42