"ეს ერთობა არაა! ეს ჯგუფური დანაშაულის დაგეგმვაა!"- "ქართული მარშისა" და თათია დოლიძის სკანდალს პრემიერის ყოფილი თანაშემწე ეხმაურება
სოც.მედია - 11:51, 17 Jul, 2017     7657
კრიტიკული სტატუსის გამო, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მისამართით „ქართული მარშის“ ორგანიზატორებმა გაუპატიურების მუქარის შემცველი შინაარსის სტატუსები დაწერეს, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. მისი თქმით თათია დოლიძის მისამართით გაკეთებული განცხადებები მინიმუმ შეიცავდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას:

„2 დღის განმავლობაში მოწყვეტილი ვიყავი ახალ ამბებს და მხოლოდ ახლა შევიტყვე ბევრი რამ, მათ შორის იმ "განცხადებების" (სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში არ შევიჭრები, თუმცა რაც მე ვნახე მინიმუმ შეიცავდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, რომელსაც ადრესატის ადგილას მე რეალურად აღვიქვამდი და საფუძვლიანი შიშიც გამიჩნდებოდა) შესახებ, რომლებიც თათია დოლიძის მიმართ კეთდებოდა.

ბევრს არ დავწერ, მაგრამ 2 კითხვას დავსვამ :

1. ასე გესმით "ქართველობა" "ქართველო ვაჟკაცებო" ?!

2. თქვენთვის მიუღებელი აზრის მოსმენისას, ინტელექტუალური პაექრობის გამართვის ნაცვლად, სასქესო ორგანოზე მთელი დატვირთვის გადატანა , ხომ არ ფიქრობთ რომ სულ მინიმუმ სწორედ ინტელექტის ნაკლებობაზე და არასრულფასოვნების კომლექსებზე მიუთითებს ?!

დიხ ძალა ერთობაშია! , მაგრამ ამ სიტყვებს ცოტა სიღრმისეული ანალიზი ჭირდება და სათანადო გამოყენებაც. ამ ძალამ (ერთობამ , სოლიდარობამ) უნდა გაგვაერთიანოს ათასი ბოროტების (დანაშაული) წინააღმდეგ და სტრატეგიულად გამოგვაყენებინოს ტვინი და არა პირიქით ! ძალის დემონსტრირება ან მისი გამოყენება დანაშაულის ჩადენისთვის არ უნდა მოხდეს ! ერთობა ვერ გადაითარგმნება კოლექტიურ ძალადობად , ეს ერთობა არ არის ! ეს ჯგუფური დანაშაულის დაგეგმვაა !

პ.ს ჟურნალისტებს ვთხოვ კომენტარისთვის ნუ შემეხმიანებით . ჩემი სათქმელი საკმარისად ვთქვი (დიდი მადლობა ! )“- წერს სოფო ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42