პოროშენკოს ვიზიტი - დააყენებს თუ არა "ქართული ოცნება" სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს
პოლიტიკა - 10:28, 17 Jul, 2017     3110
საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოდის. პეტრო პოროშენკოს მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, თბილისში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ვიზიტის კვალდაკვალ კი აქტუალური ხდება ის თუ რა საკითხზე გამართავს უმრავლესობა საუბარს უკრაინის პირველ პირთან. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პირველ პირთან შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი წამოწიოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სალომე სამადაშვილი თვლის, მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, სააკაშვილის დევნის პოლიტიკური საფუძველი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.

„რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს ხელისუფლება სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას, მით უფრო დამაზიანებელი იქნება ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ პრობლემა გაამწვავოს, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, რადგან ნათლად გამოჩნდება თუ რა მოტივაცია აქვს ამ დევნას,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევა, ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნება.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ უკვე მიაყენა დიდი ზიანი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, ხელიდან გაუშვა შანსი გამოსულიყო საქართველო ერთიანი ფრონტით, რათა ჩვენი ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია მომხდარიყო საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს რაც არ უნდა გაზვიადებული იყოს სპეკულაციები პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საკითხის დაძვრა არის უბრალოდ სირცხვილი,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„ქართულ ოცნებაში“ კი ირწმუნწბიან, რომ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას.

“უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, ნებისმიერ შემთხვევაში არ იხილავენ საკითხს მათი მოქალაქის გადაცემისა სხვა ქვეყნისადმი, თუნდაც ბევრი შეკითხვები ჰქონდეს საგამოძიებო სტრუქტურებს და ისევე როგორც საზოგადოებას სააკაშვილისადმი. ვფიქრობ, საგანგებო თემაა ჩვენი და უკრაინის მოკავშირეობის მთელი რიგი ასპექტები, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42