ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაპიზონის საკონსულოში იმყოფებიან. მას შემდეგ რაც ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან შეგროვდებიან, მათ საქართველოში გადმოიყვანენ.
ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალ ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 26 ბავშვი. ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრნობენ. ოთხი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ტრაპიზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.

"უახლოეს საათებში ჩვენ ბავშვებს გავამგზავრებთ სამშობლოში,სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათ მაქსიმალური ყურადღება ექცევათ. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მათი გადაყვანაც მოხერხდება სამშობლოში. არაერთი კითხვა დაისვა მიზეზებზე , ჯერ-ჯერობით პასუხი არ გვაქვს ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა, თუმცა მოქალაქეებთან პირად საუბრებში ყველა გვიდასტურებს,რომ ყველას ეძინა და არავინ არ იცის კონკრეტულად რა მოხდა და ვისი, ან რისი ბრალი იყო” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ თურქეთში დაშავებულების მონახულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






