შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 19 წელი შესრულდა
პოლიტიკა - 18:40, 16 Jul, 2017     1555
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 19 წელი შესრულდა. სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შს სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სანაპირო დაცვის დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურის თვის მადლობა გადაუხადა:

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა. ამაყი ვარ, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, თქვენთან ერთად ვიმყოფები და ჩვენს სტუმრებს სანაპირო დაცვის განვითარებაზე ვესაუბრებით. დღეს, უსაფრთხოების გარემოში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ძლიერი, თანამედროვე და მოდერნიზებული სანაპირო დაცვის აღმშენებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა დასავლური სტანდარტების შესაბამისად განვითარდეს“ განაცხადა დათო ნიკოლეიშვილმა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 25 თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს I ხარისხის მედლით -"განსაკუთრებული დამსახურებისათვის", შინაგან საქმეთა სამინისტროს II ხარისხისმედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის", შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „უმწიკვლო სამსახურისათვის (10 წელი)“, მედლით - "საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში უმწიკვლო სამსახურისათვის (10 წელი)", სამკერდენიშნით - "საპატიო მესაზღვრე", სამკერდე ნიშნით -"ვეტერანი მესაზღვრე" და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიები სდასასრულს, სტუმრებისთვის საჩვენებელი სააბორდაჟო და სამაშველო სწავლება ჩატარდა, რომელშიც, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასთან ერთად, შსს-სსასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ღონისძიების დამსწრე სტუმრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42