ახალი მტკიცებულებები აფგან მუხთარლის საქმეში - მისი მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება
პოლიტიკა - 12:40, 16 Jul, 2017     3662

აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმე ეხება მათ მიერ მოპოვებულ ახალ მტკიცებულებებს. კერძოდ, აფგან მუხთარლის პირად ფოტოალბომში აღმოჩენილია ფოტოები, რომლებზეც ის ადამიანები არიან აღბეჭდილი, რომლებიც მუხთარლის გატაცებამდე უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლის მეუღლე აცხადებს, რომ ქართული მხარე ობიექტური გამოძიებით დაინტერესებული არ არის და შინაგან საქმეთა მინისტრს პრეტენზიებს უყენებს.

„პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია იმ სამი პირის შესახებ რომლებიც ჩვენი აზრით უთვალთვალებდა აფგან მუხთარლის გატაცებამდე. ამის შემდეგ პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და გამოსაკითხად დამიბარეს. სამწუხაროდ პოლიციის საქმეს ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ვიძიებთ საქმეს ჩვენ ვაწვდით მათ მასალებს, რადგან ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა უწყების უსაფრთხოების კამერები არ მუშაობდა და მათ ჩანაწერები არ აქვთ. ეს ნონსენსია. აფგანი ამბობს, რომ გამტაცებლები კრიმინალური პოლიციის უნიფორმაში იყვნენ ჩაცმულები, 10 დღეში ამ სამსახურის ხელმღვანელი ამირანაშვილი მოხსნეს თანამდებობიდან და შემდეგ თქვეს რომ კამერები არ მუშაობდა. ეს სამი ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენონ,“ - განაცხადა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, გამოძიებასთან თანამშრომლობა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად აფგან მუხთარლის ინტერესების დამცველები საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღდეგ ევროპულ სასამართლოში გადასაგზავნ მიმართვას ამზადებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42