NDI–ის დელეგაცია დღეს პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდება
პოლიტიკა - 09:35, 17 Jul, 2017     2239

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), საქართველოში ოქტომბერში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა.

დღეს დელეგაცია პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდება.


დელეგაციის წევრები, რომლებმაც გუშინ დაიწყეს თბილისში შეხვედრების გამართვა, არიან: იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი; დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; ქეთრინ ნუნი, ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხთა წარმომადგენელი; ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი; მელისა მუსიო, NDI-ის პროგრამების უფროსი მენეჯერი საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში და მაიკლ მაკნოლტი, NDI-ის არჩევნები და პოლიტიკური პროცესების პროგრამების უფროსი მენეჯერი.


17-21 ივლისის პერიოდში, ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს.


21 ივლისს, NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.


სადამკვირვებლო დელეგაციას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42