მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის სკანდალი გრძელდება - სუბარი კორძაიას ბრალდებებს "აბსურდს" უწოდებს
პოლიტიკა - 23:20, 15 Jul, 2017     2647
„საინტერესო ინფორმაციაა, ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რამ იცოდა. ცხადია, ეს აბსოლუტური ტყუილია“, - ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი, სამინისტროსვე ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი კორძაიას, ბრალდებებს, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს მას სუბარმა დაუდასტურა, რომ წინა დღეს ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაყვანა მოხდა.


ლტოლვილთა და განსახლების მოქმედმა მინისტრმა, სოზარ სუბარი მისი ყოფილი თანამშრომლები სიცრუეში დაადანაშაულა.

სოზარ სუბარის თქმით, კორძაიასთან მსგავსი საუბარი არ ჰქონია. მინისტრი ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა.

სოზარ სუბარი ირაკლი კორძაიას ბრალდებას, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით ე.წ. მესიჯბოქსის დალაგებას ცდილობდა, "ტყუილს" უწოდებს.

„მესიჯბოქსი თუ მუშავდებოდა, თვითონ უნდა შეემუშავებინა, თვითონ იყო პრესსამსახურის უფროსი“, - აღნიშნა სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა.

სოზარ სუბარი გამორიცხავს, რომ მისი გვერდის ავლით შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაეყვანათ.

„რამდენიმე ათეული კამერა ვნახეთ, რომელიც ასახავს ყველა გზას, რაც კი მე-9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების სამინისტრომდე არსებობს. შეუძლებელია, რომელიმე კამერაზე ეს ჩანაწერი არ ყოფილიყო მანქანების გადაადგილება, შესაბამისად, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი ირაკლი კორძაიას განცხადებაზე, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის შემდეგ თანამშრომლებს პრემიები ჩაერიცხათ, ამბობს, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსგან გაიგო. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დიმიტრი დარბაისელს პრემია არ აუღია.

სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო, რომლის ფინანსებზე სამინისტროს წვდომა არ ჰქონდა.

„ვიყავი უაღრესად აღშფოთებული და ჩემი აღშფოთება პრემიერმინისტრსაც გავუზიარე. არ დამიმალავს პრესასთანაც. მთავრობის სხდომის შემდეგ ვთქვი, რომ ეს დაუშვებელია“, - განაცხადა სუბარმა, რომელიც აღნიშნავს, რომ პრემიების ვანო მერაბიშვილთან საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირება აბსურდია.


წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42