მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის სკანდალი - ირაკლი კორძაია მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს
პოლიტიკა - 23:14, 15 Jul, 2017     3910
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ, განსხვავებული აქცენტების ეთერში 2013 წლის დეკემბერში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით მერაბიშვილის გაყვანაში მთავარი პროკურორი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.


„ვიცი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი საპატიმროდან, ზუსტად 14 დეკემბერს 2014 წლის და ვიცი, თუ ვინ მონაწილეობდა ამ გაყვანაში, ეს ადამიანები. ერთ-ერთი იყო ბატონი მთავარი პროკურორი ქვეყნის და მეორე იყო, ბატონი დარბაისელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და ეს ორი ადამიანი იყო უშუალო შემსრულებელი. გადაწყვეტილებებს ასეთი მნიშვნელობის მქონე პატიმრის გაყვანის შესახებ ბუნებრივია, ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად ვერც დიმიტრი დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს, სულ მინიმუმ, პრემიერმინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული... ღარიბაშვილის დონეზე და იმ ადამიანების დონეზე, რომლებიც ღარიბაშვილის გარემოცვას წარმოადგენდა. ესენი არიან ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ა.შ“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

იმის დასტურად რომ მაღალი თანამდებობის პირებმა ამ ფაქტის შესახებ იცოდნენ, ირაკლი კორძაია საერთო მესიჯბოქს ასახელებს. მისი თქმით, მათ უნდა ეთქვათ, რომ ვიდეოჩანაწერები დღის ბოლოს ნადგურდება. მისი თქმით, ერთ დღეში არ იშლება ეს ჩანაწერები. მისი თქმით, მინისტრმა ფაქტობრივად იცრუა, რადგან „იმის შესახებ, რომ ჩანაწერი არ იშლება 24 საათის განმავლობაში, ბუნებრივია, მინიტრმა იცის“.

მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პარლამენტარებიდან უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურში იყო, რადგან ის სოზარ სუბარის მოადგილე იყო 2014 წელს.

„თალაკვაძე იყო მინისტრის მოადგილე, რომელსაც შეუძლებელია, ამის შესახებ არ სცოდნოდა და თალაკვაძეს ისევე ეკითხებოდნენ ამის შესახებ ჟურნალისტები, როგორც სამინსიტროს სხვა მაღალჩინოსნებს და იძლეოდა იგივე პასუხს, რასაც იძლეოდა სოზარ სუბარი. პლუს, ამასთან ერთად თალაკვაძეს საკურატორო იყო ეს სოციალური მიმართულება, რაც შეეხება პატიმრის საპატიმროდან გაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში თუ რაღაც მიზნით, ამის შესახებ, ბუნებრივია, არჩილ თალაკვაძემ იცოდა,“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ირაკლი კორძაიას განცხადებით, მან ვანო მერაბიშვილის გაყვანის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიგო. მას უჭირს დაკონკრეტება, იცოდა თუ არა სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მერაბიშვილის გაყვანის შესახებ.

„ის იყო სიმბოლური მინისტრი თუ არ იყო, იყო გარკვეული თემები, სადაც მინისტრს აზრს არ ეკითხებოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ მისგან დამოუკიდებლად,“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სოზარ სუბართან ამ ფაქტზე საუბრის დროს მისთვის არ უკითხავს, იცოდა თუ არა ვანო მერაბიშვილის გაყვანის შესახებ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ „შეშფოთებულის არაფერი ეტყობოდა“.

კორძაია, აცხადებს, რომ მას საქართველოს დატოვება რამდენიმე მიზეზის გამო მოუწია, მათ შორის ერთ-ერთი მის მიმართ უკანონო თვალთვალი იყო, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სასამართლო სისტემის შესახებ კრიტიკული ბლოგების გამოქვეყნება დაიწყო.

ამ თვალთვალს კორძაია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს, უკავშირებს, ვისი მეშვეობითაც, მისი თქმით, პროკურატურა მოსამართლეებს აკონტროლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42