საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მისი მეგობრის „უცნობის“ ოჯახს, პირდაპირი მიყიდვის წესით 12 000 კვ.მ მიწა გადასცა. გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიამ ვალდებულება აიღო რომ მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, ტერიტორიაზე მინა პლასტიკის საწარმოს ააშენებდა და 70 ადამიანს , მათ შორის პრობაციონერებს დაასაქმებდა, თუმცა ასე არ მოხდა და ნაკისრი ვალდებულება ერთი წლის შემდეგაც შეუსრულებელია. როგორც „სტუდია მონიტორმა“ გამოიკვლია, ამ შემთხვევამდე გიორგი შარაშიძის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები უკვე 3-ჯერ არ ქონდა შესრულებული. ეკონომიკის სამინისტრომ უცნობის სიძის კომპანიას ხელშეკრულება ერთი წლის თავზე გაუწყვიტეს, სავარაუდოდ მას შემდეგ რაც აღნიშნულ თემაზე მუშაობა „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაიწყეს მუშაობა, თუმცა არსებობს ვერსიაც რომ მიწის ჩამორთმევა ძმები გაჩეჩილაძეებისა და ივანიშვილ-კვირიკაშვილის ურთიერთობის გაფუჭებას უკავშირდება. აღნიშნულ თემაზე სტუდია"მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება 22 ივლისს გავა ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






