დააფინანსა თუ არა ,,ქართველთა მარში“ მიხეილ ხუბუტიამ - ,,ФСБ“-ს პროვოკაციული კვალი
პოლიტიკა - 17:03, 15 Jul, 2017     17079
„ქართველთა მარში“ ჩატარდა. ისე, თავიდან დაანონსებული იყო, რომ თბილისის მგავსად, მარში ბათუმშიც უნდა გამართულიყო, მაგრამ „ქართველობის დამცველებმა“ პირველად განზრახვაზე ხელი აიღეს და ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ თითქოს ბათუმში ერთ-ერთმა მეზობელმა ქვეყანამ სპეცსამსახურის თანამშრომლები „გადმოსხა“. ამასთან, საქართველოს მთავრობას შემოუთავალა, თუ ბათუმში მარში ჩატარდება, იცოდე, ყარსის ხელშეკრულება ამოქმედდებაო. ძნელი სათქმელია, კულუარებში ასეთი დიალოგი რეალურად შედგა თუ არა. იმის მტკიცებაც არ შეიძლება, რომ აჭარა რომელიმე მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებით არის გავსებული, მაგრამ ფაქტი სახეზეა: „ქართველების მარში“, რომელიც ბათუმში 16 ივლისს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება.

არსებობს მეორე ვერსიაც იმისა, თუ რატო არ შედგა ბათუმში მარში და რომელიც უფრო ახლოს არის რეალობასთან. კერძოდ, ორგანიზატორებს არ ეყოთ ადამიანური რესურსი მხარდაჭერის კუთხით, რაც პრინციპში თბილისის მარშსაც აშკარად ეტყობოდა.

იმის შესახებ, რა მიზანი ჰქონდა ამ მარშს, თავად ორგანიზატორებმა ბევრჯერ განაცხადეს, მაგრამ ერთია, ისინი რას ამბობენ და მეორე - პოლიტიკური რეალობა და ამასთან, ქვედინებები. პოლიტიკური რეალობა ის არის, რომ მსგავსი აქციები საქართველოს, როგორც სტაბილურ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხეს შეუქმნის, რაც ტურისტთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს. არადა, ჩვენი ეკონომიკისთვის როგორც დასავლეთიდან, იგივე აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აპრიორი, გამორიცხული არ არის, ზოგიერთ ტურისტს კრიმინალური მიდრეკილებები ჰქონდეს. სხვათა შორის, ამ მხრივ კრისტალურად სუფთანი არც ქართველები ვართ - სხვა თუ არაფერი, ხშირად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყენაში ქართველი კრიმინალები დააკავეს, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებში ქართველების საწინააღმდეგ მარში ჯერ არ გამართულა და ეს გასაგებიც არის - ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში კრიმინალს მარშებით კი არ ებრძვიან, არამედ, კანონი კანონს და ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე პასუხს თანაბრად აგებს.

ამას გარდა, ისიც კანონის პრობლემაა, როცა ქვეყანაში ტურისტები არალეგალურად იმყოფებიან - მინიმუმ, არსებობს სავიზო რეჟიმი, რომელიც სახელმწიფო უწყებებმა უნდა დაიცვან და არა, ვთქვათ, ტურისტმა, რომელსაც კანონის დარღვევის ცდუნება აქვს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე პასუხი არალეგალ ტურისტს კი არა, სახელმწიფო უწყებებსა და ჩონოვნიკებს უნდა მოეთხოვოთ და მათი არაეფექტური მუშაობა გავაპროტესტოთ, მაგრამ საქართველოში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - მარში, რომელიც საზოგადოების ერთმა ნაწილმა „სულის, ჯიშიშა და ჯილაგის ყივილად“ შეაფასა, მეორე ნაწილმა კი - ქსენფობიურ გამოვლინებად.

ზოგადად, ამ სახის განწყობები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ამ კუთხით განსაკუთრებით გამორჩეული რუსეთია, სადაც „სკინჰედებიც“ მრავლად არიან და ქსენოფობებიც. ამას მოწმობს თუნდაც იგივე „რუსული მარში“, რომელსაც საფუძველი 10-12 წლის წინ ჩაეყარა და რომლის მიზანიც რუსეთში მყოფი არარუსების დევნა-შევიწროვებაა. სხვათა შორის, „რუსული მარშზე“ იმთავითვე არსებობს ინფორმაცია, რომ მის უკან სპეცსამსახურები დგანან. ზოგადად, მსგავსი მასშტაბური ღონისძიების მოწყობას, სხვა თუ არაფერი, ფინანსები, ასევე, ორგანიზება სჭირდება. ამიტომ, მსუბუქად რომ ვთქვთ, სპეცსამსახურის კვალის გამორიცხვა, მთლად ლოგიკური არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ,,ნიუპოსტის“ ხელთ არსებულ ინფორმაციებს:

როგორც წყარომ განგვიცხადა, ,,ქართველთა მარშის“ უკან სწორედ რუსული სპეცსამსახურები დგას, რომლის მიზანიც ქვეყანაში ვითარების ესაკალაციაა. ამ ყველაფერს მკვეთრად ნაციონალისტური ანტურაჟი უნდა ჰქონდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ხალხი ქუჩაში, დიდი ალბათობით, არ გამოვა.

ამისთვის კი ე.წ. მოსამზადებელი სამშაოების ჩატარება იყო საჭირო, რომელსაც კოორდინაციას ის ქართველი უწევდა, რომელიც პუტინის კარზე მიღებულია.

„კრემლში ბევრი აქაური თუ მოსკოვში მცხოვრები ქართველი დადის, მაგრამ რუსები ყველას არ ენდობია, ზოგს დაბალი რანგის ჩონოვნიკთან ავს ურთიერთობა, ზოგს აკვირდებიან, ანუ ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც „მნიშვნელოვან საქმეს“ ანდობენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი მიხეილ ხუბუტიაა, რომელსაც არასოდეს დაუმალავს, რომ „კაგებეშნიკ“ პუტინთან ახლო ურთერთობა აქვს. ბუნებრივია, ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ გეტყვით, მაგრამ მაქვს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებს კოორდინაციას სწორედ ხუბუტია უწევს. ამასთან, ამ დღეებში რამდენიმე ისეთი პიროვნება გააქტიურდა, რომელიც თავის რუსულ განწყობებს არასოდეს მალავდა და რომელიც, დამერწმუნეთ, პირდაპირ ხუბუტიასთან ბმაშია. ისე, იმასაც გეტყით, რომ ხუბუტიას ბიზნესპარტნიორი არარუსული ეროვნები ყოფილი ,,კაგებეს“ და ამჯამად ,,ეფესბეს“ მაღალჩინოსანია“ - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ წყარო.

თუ გავყვებით რუსულ კვალს, შეიძლება, ხუბუტიას გარდა, სხვა „მოსკოველი ქართველების“ გვარებიც ამოტივტივდეს. ზოგადად, საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა მოვლენაში, რომელმაც ქვეყანას თავისი კვალი დაამჩნია, მტერთან დაახლოებული ქართველები აქტიურობდნენ - რას ვიზამთ, ალბათ, ეს ჩვენი ბედისწერაა… მაგრამ მინიმუმ, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ გონიერება გამოვიჩნოთ და მტრის წისქვილზე წყალი აღარ დავასხათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42