აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საერთაშორისო საზოგადოებას ტენდენციურობაში, ხოლო ქართულ მხარეს სიცრუეში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:05, 15 Jul, 2017     3049
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროში საქართველოს ელჩისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრას ეხმიანება.

მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო ფორუმების გამოყენებას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე "ყალბი" ინფორმაციის გასავრცელებლად, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ "ტენდენციური" განცხადებების გაკეთებისგან.

„როგორც ცნობილი გახდა 2017 წლის 12 ივლისს, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან, რომლის დროსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების კონტროლის მიზნით საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სამწუხაროდ, ქართული მხარე განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის გამოყენებას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ცალმხრივი და ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად.

დასავლელი პარტიონების პროტექციით, საქართველო ბლოკავს აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის მუშაობაში. ამდენად, ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს პროპაგანდის მიერ გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიზანიც აფხაზეთისთვის არახელსაყრელი იმიჯის შექმნაა.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს გავიხსენოთ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად, ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად რჩება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

ამ ფონზე, ქართული მხარის რეგულალური მოწოდებები , რაიმე დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შესახებ, უბრალოდ აბსურდულად გამოიყურება.

გარდა ამისა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ქართული მხარე აბსოლუტურად არ არის მზად, მოძებნოს რეალური გადაწყვეტა არსებული პრობლემებისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და რეგიონში უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას.

ამის დამადასტურებელი, ქართული მხარის დესტრუქციული ქმედება ჟენევის მოლაპარაკებების 40-ე რაუნდზე, რომლის დროსაც , მოლაპარაკებებში მონაწილეებმა ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე - ძალის არგამოყენების შესახებ, სიტყვიერად შეთანხმდნენ. ერთადერთი მონაწილე, რომელმაც დოკუმენტის მიღებაზე უარი განაცხდა, ქართული მხარე იყო.

ეს აშკარა ფაქტი არის პირდაპირი და ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ ქართულ მხარეს უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა არ სურს.

რაც შეეხება, ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, პოლიტიზირებული და პოპულისტური ხასიათი აქვს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, საერთაშიროსო ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ სანდო ინფორმაცია ყველა მხარისგან და მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტენდენციური განცხადებების გაკეთებისა და დოკუმენტების მიღებისგან, რაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს" - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42