„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. ის ამერიკისათვის მნიშვნელოვანი [პარტნიორია]. საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატოს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს. [პენსის სტუმრობა] გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ შეერთებულ შტატებს თბილისისაგან დისტანცირებაზე არ უფიქრია და რომ რუსეთს ქვეყნის დანაწევრების უფლებას არ მისცემს. ამგვარად, მიმაჩნია, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანიასაქართელოსთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც. იმედია, პენსის სტუმრობას მნიშვნელოვანი განცხადებები და შესაძლო ახალი ინიციატივები მოჰყვება, რომელიც საქართელოს ნატოსკენ სვლას გაუადვილებს.“- აცხადებს იანუშ ბუგაისკი.
შეგახსენებთ მაიკლ პენსი საქართველოში ივლისის ბოლოს ჩამოვა. 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე, პენსი თბილისის გარდა ტალინს (ესტონეთი) და პოდგორიცას (მონტენეგრო) ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები






