რუსეთმა "ჯორჯიან ეარვეისს" მოსკოვის მიმართულებით რეისები გაუუქმა – კომპანიის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 13:03, 15 Jul, 2017     6740
რუსულმა საავიაციო უწყებამ "ჯორჯიან ეარვეისისს" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 4 რეისი გაუუქმა. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" საგანგებო განცხადება ავრცელებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

„როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ნის წინ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" განაცხადა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებიდან განვაახლეთ ავიაპარკი სამი ერთეული საჰაერო ხომალდით, ამასთან მკვეთრად გავზარდეთ ფრენის არეალი და დავამატეთ ახალი ავიარეისები ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისათვის სხვადასხვა მიმართულებაზე სპეციალური ფასების შეთავაზებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული აქტივობა უარყოფითად აისახა ჩვენი არაკეთილმოსურნეების განწყობაზე და გადაწყვიტეს კონკურენტის ჩამოცილება ნებისმიერ ფასად, რისი პირველი ნიშანიც იყო რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მხრიდან "ჯორჯიან ეარვეისი"-სათვის ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმა.

ახლახანს კი რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ "ჯორჯიან ეარვეისისს" უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის შეთანხმებულია რეისების რაოდენობა (3 რეისი დღეში,თითოეული მხრიდან) და ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუუქმა ფრენის ნებართვა, არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა (მითუმეტეს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ,ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს) და ასეულობით მგზავრი, რომელმაც უკვე შეიძინა ავიაბილეთები მათი ინტერესების სრული უგუვებელყოფით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა.

სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის.

ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები წერილში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42