დაპირისპირება აბასთუმნის სკოლაში - “ევროპული საქართველო“ ჯეჯელავასგან რეაგირებას მოითხოვს
პოლიტიკა - 12:47, 15 Jul, 2017     1749
“ევროპული საქართველოს“ წევრები განათლების მინისტრისგან აბასთუმნის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებას და მასზე სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ. სერგო რატიანი განცხადებით, დირექტორს სკოლის დახურვა აქვს გადაწყვეტილი და მასწავლებლებს სამსახურიდან მიზეზის გარეშე ათავისუფლებს, მაგალითად, არასასწავლო პერიოდში საღეჭი რეზინის ან მობილური ტელეფონის მოხმარების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს:

„აუცილებელია გამოვეხმაუროთ ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში მიმდინარე საგანგაშო სიტუაციას, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამ მომენტისთვის კი უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, მიუხედავად ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიცია ამ წუთამდე არ დაუფიქსირებია, რაც საკმაო საფუძველია, დავასკვნათ, რომ სისტემა ვერ ფუნქციონირებს და მიშვებული პროცესები აზარალებს როგორც ადგილობრივ პედაგოგებს, ასევე, მთლიანად აისახება ქვეყნის მასშტაბით განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე.

აღნიშნული სკოლის შენობა უკვე წლებია სადაოდაა გამხდარი. თვითმარქვია მეპატრონემ სკოლის შენობის მესაკუთრედ გამოაცხადა თავი და, 2014 წლიდან დაიწყო სკოლის ადმინისტრაციის დაშანტაჟება, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ძალიან გამწვავდა, კერძოდ, თვითმარქვია მეპატრონე ღიად ითხოვს რამდენიმე პედაგოგის გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მათ თვლის მისთვის არასასურველ პირებად და თუ დირექტორი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი გათავისუფლების შესახებ, სკოლას დაატოვებინებს ფართს და განათლების სამინისტროსთან არ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას.

ამ მომენტისთვის სკოლის დირექტორმა მითითებული პედაგოგებიდან ერთი, კანონმდებლობის სრული გვერდის ავლით, გაათავისუფლა და, დაიწყო დანარჩენ პედაგოგებთან ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება, კერძოდ, ასეთი ქმედების კანონიერი საფუძვლის მინიჭებისთვის საჭირო დისციპლინური სახდელების შეგროვება.

მოვითხოვთ განათლების მინისტრისაგან, სასწრაფოდ დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და უზრუნველყოს დასაქმებული პედაგოგების უსაფრთხო სამუშაო გარემო და აღნიშნული სკოლის მოსწავლეებისათვის განათლების მისაღებად საჭირო საგანმანათლებლო სივრცე. გარდა ამისა, განმარტოს, წლების განმავლობაში, თუ აღნიშნული ფართი არ წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილებას, რატომ არ მოხდა საჯარო სკოლისთვის შესაბამისი ფართის მოძიება და ამასთანავე, რატომ იხარჯებოდა მნიშვნელოვანი თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან აღნიშნული ფართის რეაბილიტაციისათვის.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42