„თურქეთის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაჯგუფებებმა იარაღი საკუთარი ხალხისა და სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ გამოიყენეს. თურქეთის რესპუბლიკისთვის ეს იყო ერთგვარი სამოქალაქო ომი, რა დროსაც თურქი ხალხი გმირობის ფასად შეიარაღებულ დაჯგუფებებს დაუპირისპირდა. ჩვენი ხალხი თავდადებული გმირობის ფასად დაუპირისპირდა შეიარაღებულ დაჯგუფებას და მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილ ტანკებს. მათ მნიშვნელოვანი ისტორიული ფურცელი გადაშალეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“- განაცხადა გუმრუქჩუმ.
ელჩის თქმით თურქული საზოგადოება ერთსულოვანია იმ საკითხში, რომ გადატრიალებაში მოქმედი პირები უნდა გასამართლდნენ:
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს არავითარი განსხვავებული მოსაზრება. ჩვენი საზოგადოება სრულად თანხმდება, რომ ეს სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი.“ - განაცხადა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






