ვაშაძემ სოციალურ ქსელ, ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ პროექტი მის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით ხორციელდება.
ქართველი პოლიტიკოსის ამ განცხადებას, უარყოფითი რეაქციები მოგყვა უკრაინელების მხრიდან, კერძოდ, კონსტანტინ კორჩევსკი, გიორგი ვაშაძეს სიცრუეში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტირებისას, შეახსენებს, რომ პროექტის კონცეფცია ეკუთვის განვითარების სამართლის საერთაშორისო რგანიზაციას (IDLO - International Development Law Organization), ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID Office of Transition Initiatives). ამასთან, არსებული ინფორმაციით, მშენებლობას აფინანსებს ქ. ხარკოვის მერია.

კორჩევსკი: მსურს გიორგი ვაშაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვა. რა საერთო გაქვთ პირადად თქვენ, ხარკოვში ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის გახსნასთან? რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ ,,ოფისის გახსნა“ თქვენს მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე მოხდა? რა სახის ცვლილება და კონკრეტულად როდის შეიტანეთ კონცეფციაში თქვენ, რომელიც ხარკოვშია რეალიზებული. ცნობისათვის: მიმდინარე პროექტი ქ. ხარკოვში ხორციელდება IDLO-USAID/OTI-ის მიერ.
კორჩევსკისთან ერთად, ასევე შეკითხვას სვამს ალექსი ლისკა: საინტერესოა ვიდეოს ავტორს, რა კავშირი აქვს მომსახურების ცენტრთან? თუ არ ვცდები, ეს პროექტი ეკუთვნის IDLO-USAID/OTI-ს.
,,ნიუპოსტი“ შეეცდება თავად გიორგი ვაშაძისგან გაიგოს, თუ რატომ სდებენ ბრალს ხარკოვში, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
მასალის გამოყენების პირობები






