ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და ეროვნული გვარდიის მთავარი სერჟანტი, გიორგი ხარაზიშვილი დაესწრნენ.
სამხედროებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სიტყვით მიმართა და სამშობლოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. დღესვე წარჩინებული წვევამდელები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. წვევამდელები სამხედრო კაპელანმა, მამა გიორგიმ დალოცა.
წვევამდელებმა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საველე ბანაკ „სორტაზე“ გაიარეს. საბრძოლო მომზადება განახლებულია და იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.
სენაკში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ახალწვეულეთა ნაწილის მიღება 2011 წლიდან ხორციელდება. 7 წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახური სულ 547 წვევამდელმა გაირა.
მასალის გამოყენების პირობები






