სოფელ ბერშუეთთან მიმდინარე აქციში მონაწილეობას, რომლის მიზანიც მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ანექსიის გაპროტესტებაა, პოლიტიკოსებიც იღებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, როცა ხელისუფლება არ მოქმედებს ან მისი ქმედება მავნებლურია, მაშინ პატრიოტულ პასუხისმგებლობას ხალხი იღებს საკუთარ თავზე:
„როცა ხელისუფლება არ მოქმედებს ან მისი ქმედება მავნებლურია, მაშინ პატრიოტულ პასუხისმგებლობას ხალხი იღებს საკუთარ თავზე. დღეს გამოვლინდა თვითორგანიზების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ამის მონაწილენი ვართ ყველანი. ეს არის აქცია, რომელიც აპროტესტებს საქართველოს დაქუცმაცებას, რაც ოკუპანტის მთავარი მიზანია, რუსეთი ცდილობს ქვეყნის სუვერენიტეტის მოსპობას, ეს არის მათი მიზანი და ამ ყველაფერს საზოგადოება, პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა პატრიოტი უნდა შევერკინოთ. რუსეთთან ომი ბოლო 200 წელია აქტიურად მიმდინარეობს და ეს ომი აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ. ძალიან სამარცხვინოა ჩვენი ხელისუფლება, რომელიც არის უმოქმედო, ან თუ მოქმედებს, მოქმედებს მტრის ინტერესების შესაბამისად, როცა თავის ემისრებს აგზავნის მოსკოვში, რომლებიც ოკუპაციის კანონის გაუქმებას მოითხოვენ, აწყობს ე.წ. სიძულვილის მარშებს, მაგრამ სინამდვილეში მტერი არის აქ, ჩვენს ზურგსუკან, ჩვენს მიწაზე“, - აცხადებს ნიკა რურუა „ნიუპოსტთან“ საუბრისასს.
მასალის გამოყენების პირობები






