სოფელ ბერშუეთთან მიმდინარე აქციში მონაწილეობას, რომლის მიზანიც მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ანექსიის გაპროტესტებაა, პოლიტიკოსებიც იღებენ. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, რომ არსებული პრობლემის შესაჩერებლად მკაცრი ზომების გატარებაა აუცილებელია:
„ახლა კრიტიკის დრო არ არის, აუცილებელია შევაჩეროთ აგრესორი. მხოლოდ საზოგადოებრივი აქტიურობა არ შველის ამ საქმეს, ამას სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე მკაცრად დააყენოს, დღის წესრიგად აქციოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი. სხვანაირად, საერთაშორისო ზეწოლის გარეშე შეუძლებელია რუსეთის აგრესიის შეჩერება. ე.წ. საზღვარი მაგისტრალთან ძალიან ახლოს არის გავლებული, რაც სერიოზული საფრთხეა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც. ჩვენ რეალურად ყოველდღე პროვოკაციის მოლოდინში ვართ, რამაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალოს. ორი გასროლაა საჭირო ამისთვის, ამიტომ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისასს.
მასალის გამოყენების პირობები






