მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია - სოფელ ბერშუეთისკენ აქციის მონაწილეების მსვლელობა მიმდინარეობს. აქცია ლოზუნგით „არა ოკუპაციას!“ საოკუპაციო ხაზთან გაიმართება. მდუმარე აქციაში მონაწილეობას იღებენ საზოგადოების წევრები, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი მიიჩნევს, მათი თაობის ვალია საერთაშორისო საზოგადოებას უთხრან, რომ ისინი არსებულ პროცესს არ ეპუებიან:
„ერთი აქცია, ერთი აქტივობა შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ამგვარ აქტივობას მივმართავთ არა მხოლოდ ჩვენი თავებისთვის, არამედ იმიტომ თუ რას ვუტოვებთ ჩვენს შთამომავლობას. ჩვენი თაობა ჩვენი გენერაცია, ადამიანები რომლებიც აქ არიან, არ ვეპუებით და არ ვეპუებოდით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ამ კონკრეტული აქციის მხოლოდ დღევანდელ ჭრილში წაკითხვა არ შეიძლება. მაშინ როდესაც შედეგი შეიძლება ათწლეულების შემდეგ იყოს, ჩვენ ყველა დავინახავთ და ვიგრძნობთ, ეს კონკრეტული აქცია რომ არ ყოფილიყო, არ გვექნებოდა ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს, ამიტომ ჩვენი მორალური ვალდებულებაა ვიდგეთ აქ, ვერც ოკუპანტს დააფრთხობ ამით და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას გაამხნევებ სათანადოდ, რადგან რუსეთი არ ჩერდება, განაგრძობს ოკუპაციას. ამიტომ ჩვენი თაობის ვალია, უთხრას საერთაშორისო თანამეგობრობას რომ ამ პროცესს არ ვეპუებით“, - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






