"დააბრმავეს თავში ცემით, აუპატიურებდნენ ჯგუფურად" - საზარელი ისტორია, რომელიც საქართველოში მოხდა
სოც.მედია - 10:58, 14 Jul, 2017     67671


უფლებადამცველი ბაია პატარაია თავის "ფეისბუქ" გვერდზე წნორში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის შესახებ წერს.

"ერთი მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ: ავარიელების ერთ-ერთ სოფელში რომ მივედი, გავიგე, ქალი ჰყავთ, რომელიც წლები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყოო და მოგიყვანთო, თუ დაინტერესდებითო.

საინფორმაციო შეხვედრის შუაში ფანჯრიდან ვხედავ ორი ახალგაზრდა ქალი მხრებში ამსოდგომია ერთ 60 წლს ქალს და ნელა და გაჭირვებით მოჰყავთ. ქალს მკაფიოდ ეტყობოდა მარჯვენა ფეხისა და ხელის დეფორმაცია - მოტეხილობა რომ არასწორად შეხორცდება, ისე. ვერ ხედავსო მითხრეს და დივანზე ჩამოსვეს. მალე გავიგე, რომ ეს ქალი ვერც მეტყველებს. დაიწყეს მისი ამბის მოყოლა მისმა ახალგაზრდა მეურვეებმა: ეს ქალი 25 წლის წინ დედაჩვენის მეგობარი იყოო, ვერასოდეს ლაპარაკობდა, მაგრამ ხედავდაო. მერე სადღაც გაქრაო, დავკარგეთ კონტაქტიო. ამასობაში დედაჩვენიც გარდაიცვალაო. ერთი წლის წინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ მძიმე ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო და უპატრონოდ იყოო. ჩავედით და წამოვიყვანეთო. მოქალაქეობის მიღებაში და პენსიის დანიშვნაში მაინც თუ წაგვეხმარებით, მადლობელი დაგრჩებითო. პოლიციის იმედი არა გვაქვსო. ადრე იყო ესა მისული, მაგრამ ვერ გაიგეს ამის მუნჯური, ბოზად და გიჟად მიიჩნიეს, დასცინეს და გამოუშვესო.

მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვიცი ნიშნების ენა და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქალმა იცის კარგად, მაინც მოახერხა - მთელი სხეულით, გამომეტყველებით და ბგერების გამოცემით გაეგებინებინა ჩემთვის, როგორ ურტყამდნენ თავში და დააბრმავეს თავში ცემით, როგორ მოტეხეს ხელ-ფეხი, როგორ აუპატიურებდნენ ჯგუფურად და სისტემატურად, როგორ არ აძლევდნენ ფულს, როგორ ართმევდნენ შვილებს, რომ 10 შვილი ჰყავს გაჩენილი, როგორ გაუყიდეს და წაართვეს ის ბავშვები...

იცით სად ხდებოდა ეს ყველაფერი? წნორში... ამ ქალის მდგომარეობა არ შეიძლება არ სცოდნოდათ იქ, მინიმუმ იმ კაცებს, რომლებიც ამ ქალს აუპატიურებდნენ და მათი რიცხვი 3 და 4 არ არის...

მეთქი პოლიციამ თუ იცის? პოლიციამ კი არა მთელმა ქვეყანამ გავიგეთო, ჩვენ გავიგეთ ყვარელში, მაგრამ არაფერიო...

ვიჯექი გუშინ და ვფიქრობდი რა მექნა. ჯერ შინაგან სამინისტროში დავრეკე, მერე ტრეფიკინგის მსხერპლთა დაცვის ფონდს დავუკავშირდით, ომბუდსმენის წარმომადგენელი ისედაც გვახლდა თან და ეგრევე ჩაერთო.

დღეს მობილური ჯგუფი ჩავიდა, ნახეს, ჩაიწერეს ყველაფერი, ხვალ სხდომა გვექნებაო, მსხვერპლის სტატუს რომ მივანიჭებთ, ყველა მომსახურებას გავუწევთ და მოქალაქეობის მიღებაშიც დავეხმარებითო.

პოლიციას ადრე კი აღუძრია საქმე, მაგრამ არა ტრეფიკინგის მუხლითო... მე გულით მინდა რომ ყველა დასაჯონ, ვინც ამ ქალს აუპატიურებდა, სცემდა, შვილებს ართმევდა და უყიდდა. სულ რომ ნახევარი წნორი გახდეს დასაჭერი - დაე!

რა არ მინახავს, მაგრამ დოგვილს თუ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, აღარ მეგონა...

პ.ს. ამ ქალს ახლს ყურადღება არ აკლია ავარიელი ქალებისაგან, მისი ახალგაზრდობის დაქალის შვილებისაგან. ნანა ექიმმა დღეს ტანსაცმელი გაუგზავნა. ვფიქრობ, არც ფონდიდან მოაკლებენ ყურადღებას, იმედია სიბერე მაინც ექნება მშვიდი...

პ.პ.ს. ზოგიერთი შვილის ვინაობა და ადგილსამყოფელიც ვიცითო ქალებმა, მაგრამ დნმ-ის ფული და დავა ჩვენ არ შეგვიძლიაო. თუ პოლიციამ ინამუსა, ბავშვებიც უნდა ვიპოვნოთ, ნაწილი მაინც, ზოგი იქვე ჰყავთ - წნორში"-წერს თავის „ფერისბუქ“ გვერდზე პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42