„პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვურ ვოიაჟს და მათ მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ეხმაურებიან.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლების ჩანაფიქრს ახორციელებს:
„პატრიოტთა ალიანსს“ „ქართული ოცნება“ ხანდახან ათქმევინებს ხოლმე იმას, რისი თქმაც თავად ან ერიდება ან საზოგადოების რეაქციის გატესტვას ცდილობს. რა თქმა უნდა, მტერთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ასეთი თვითნებური ვოიაჟებით, რაც ასუსტებს საქართველოს პოზიციას მოლაპარაკებებზე, არამედ ამისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკებები,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
„პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთის ინტერესების სასარგებლო ქმედებებში ადანაშაულებს “ნაციონალური მოძრაობა““
„პატრიოტთა ალიანსი" სინამდვილეში არის ლირიული დასახელება მათი და სინამდვილეში ესენი არიან მოღალატეთა ალიანსი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს ფეხქვეშ გათელილი და რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ მოიკიდოს აქ ფეხი ისე, რომ ნატოს, ევროკავშირს და ზოგადად, დასავლურ სამყაროს ჩამოაცილოს საქართველო,“ - ამბობს კოტე იოსელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






