საგარეო უწყება განმარტების სახით აცხადებს, რომ მედიაში მინისტრის პასუხი არასწორი ინტერპრეტაციით გავიდა. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანელიძემ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,ჩვენმა მთავრობამ ვერ მოახერხა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება“.
უწყების პრესცენტრი განმარტავს, რომ საუბარი ეხებოდა არა ამჟამინდელ ხელისუფლებას არამედ, მათ წინამორბედს, რომელმაც მინისტრის თქმით, 2008 წელს ვერ შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
„რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას რეგიონში, რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს და სამწუხაროდ, იმ მომენტში, საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაუწესა სანქციები რუსეთს ამ ქმედებისთვის და სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ იმ მომენტში ვერ შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება იმისთვის, რომ მიეღო იმავე სტილის რეაგირება რუსეთის აგრესიაზე, აგრესიულ ქმედებებზე.“
მასალის გამოყენების პირობები






