ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 17:21, 13 Jul, 2017     1292
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში იმყოფება, სადაც მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მარუშ შეფკოვიჩთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ მარუშ შეფკოვიჩს საქართველოში ჩამოსვლისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობაში ძლიერი მხარდაჭერა აქვს, რაც კიდევ უფრო გაამყარა ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღებულმა ხელშესახებმა წარმატებებმა.

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველების ისტორიული ნება და არჩევანი - საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება - მალე აღსრულდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, საქართველო ამბიციურ რეფორმებს ახორციელებს. ამ მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმა დაასახელა და იმ მთავარ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. მისივე განცხადებით, ენერგეტიკის სფეროს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილის განვითარება, არის ქვეყნის პრიორიტეტი.

მხარეებმა ისაუბრეს, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმაზე.

მარუშ შეფკოვიჩის განცხადებით, ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, როგორც პარტნიორობის ფარგლებში ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამიტის ფარგლებში ხელშესახები შედეგების მიღება. ვიცეპრეზიდენტის განმარტებით, ევროპული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ საქართველოს მოლოდინები სამიტის დოკუმენტებში მაქსიმალურად აისახოს.

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში წარმატებები უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42