გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:20, 13 Jul, 2017     983
ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპარლამენტარები - კატი პირი, ედუარდ კუკანი, ანა გომესი, არნე ლეტსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს ოკუპაციისა და საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი შეეხო კონსენსუსის არ არსებობას, დიალოგის დეფიციტს, ასევე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და იმ ცვლილებებს , რომლებიც შედის კანონმდებლობაში ამ მიმართულებით.

ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ კონკრეტულად ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილია. ევროპარლამენტარები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ყველას რეკომენდაციაა დიალოგი, რათა დოკუმენტს ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ამ შეხვედრაზეც ცხადია ამაზე იყო საუბარი.

და ეს საუბარი არამარტო ჩვენთან იყო, იყო იმ ადამიანებთანაც საუბარი ვინც უშუალოდ არიან ამ პროცესში ჩართული, მათ შორის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან. როდესაც ასეთია ვითარება და ამ დროს ჩვენ კიდევ მიზეზებს ვეძებთ იმისათვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგას, ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

ჩვენ შეიძლება მივიღოთ დოკუმენტი, მაგრამ ეს დოკუმენტი იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. მოწოდებები გაისმის, მაგრამ ჩვენ რეალურად გადადგმული ნაბიჯები სამწუხაროდ დღემდე ვერ ვნახეთ“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42