"ჩვენ სამუშაო გვაქვს ჩვენს პარლამენტარებთან" - ადა მარშანიას კომენტარი მოსკოვურ ვოიაჟზე
პოლიტიკა - 17:05, 13 Jul, 2017     2259

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია საქართვლოში დაბრუნების შემდეგ რუსეთის დეპუტატებთან შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მარშანიას განცხადებით, მოსკოვში ვიზიტის დროს საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო:

„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ საკითხზე ვიყავით ჩასულები მოსკოვში. ცხადია, ეს თემა არის სოხუმი და ცხინვალი. ამ უმთავრეს თემაზე, რომელიც ძალიან დამძიმებული და გართულებულია, ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში და ყოველთვის ამ საკითხს დავაყენებთ პირველ რიგში. ამასთან ერთად, უმძიმეს თემაზე იყო საუბარი რუსულ მხარესთან, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ეს არის ნატო-ს საკითხი და საქარველოს სწრაფვა ნატო-სკენ. ამაზეც ვისაუბრეთ ძალიან გულახდილად. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ საქართველო თანამშრომლობს ნატო-სთან, ჩვენი ბიჭები იღუპებიან სხვადასხვა ცხელ წერტილში. მოხდა უპრეცედენტო რამ, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ, შევქმნათ ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთი. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ ძალიან საინტერესო იდეაა. ანუ არ იყო უარყოფილი ეს იდეა, რთულად მიღებული და აღქმული. მათ ესმით, რომ ეს საკითხი სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული შეთავაზება და სერიოზული გარღვევა. მეორე გარღვევა - ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამწუხაროდ, პირდაპირი დიალოგი არ მიმდინარეობს აფხაზებთან და ოსებთან და სისტემატურად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან. ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ძალიან დიდი დრო გავიდა, ამიტომ გასაკვირია, რატომ არ არის აქამდე ჩვენს შორის დამყარებული პირდაპირი დიალოგის ფორმატი. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ რუსული მხარე ამ საკითხში დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს. ამ სამუშაო ჯგუფებმა ლეგიტიმაცია უნდა მიიღონ პარლამენტიდან, ჩვენ სამუშაო გვაქვს ჩვენს პარლამენტარებთან“, - აღნიშნა ადა მარშანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42