ავარიული შენობების დაზღვევა სავალდებულო ხდება
პოლიტიკა - 16:31, 13 Jul, 2017     1846
ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის დაზღვევის შემოღებაზე მუშაობს. საკითხზე დეველოპერებთანდა სადაზღვევო კომპანიებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განუცხადა, როცა შენობა ექსპლუატაციაში შევა, ის დაზღვეული კონსტრუქციული ხარვეზებისგან უნდა იყოს.

„დაზღვევა სავალდებულო იქნება. პირველი რიგში, ეს მრავალბინიან სახლებს შეეხება. კერძო სახლებს შეეხება თუ არა, ეს დამატებითი მსჯელობის საგანი იქნება. საჭიროა დამატებითი კონსულტაციები შესაბამის პირებთან, თუმცა მრავალბინიან სახლებზე აუცილებლად გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში კონსტრუქციული ხარვეზი აღმოჩნდება ან უფრო დიდი პრობლემა, რამაც შენობა საცხოვრებლად უვარგისი გახადა, დაზღვევის შედეგად, ნაკლის გამოსწორება უნდა მოხდეს, თუ ეს ნაკლი გამოსწორებას ექვემდებარება იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები არ შეილახოს. თუ გამოვლინდა, რომ შენობას ტექნიკური ხარვეზი გააჩნია, ასეთ შემთხვევაში, ამ ხარვეზის გამოსწორება მოხდება. საუბარია, ფარულ ხარვეზზე, რომელიც შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს არ ჩანს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება, რომ ხარვეზი არსებობს“, - განაცხადა ქავთარაძემ.

რაც შეეხება „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსს“ რომელიც პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღარ მოხდება.

"იმისათვის, რომ ხისტი მიდგომა არ იყოს, შესაძლებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომელიც იმას დააკომპენსირებს, თუ შესაბამისმა ქალაქგეგმარების დოკუმენტებმა ამის საჭიროება მოითხოვა. ამის თაობაზე საკომიტეტო განხილვები გვექნება და ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც ქალაქს, იერსახის შენარჩუნებას და იმას წაადგება, რომ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ნორმალური საცხოვრისი და გარემო ჰქონდეს იმისათვის, რომ ბავშვები გაზარდონ“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის ცნობით, ცვლილებები შეეხება მშენებლობასაც და პროექტით, ინსპექტირების ორგანოები შემოდის, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპს დააკვირდებიან და ბოლოს, მათ დასკვნა უნდა გასცენ იმის თაობაზე, რომ მშენებლობა ყველა შესაბამისი ნორმის მიხედვით ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42