ბათუმში მიმდინარე კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე დადებითად აფასებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ჩიხრაძე აცხადებს, რომ ევროპელი კოლეგებისთვის საქართველოსი მიმდინარე პრობლემები კარგად არის ცნობილი:
"ძალიან საინტერესო და შინაარსით დატვირთული შეხვედრა იყო. გამოკვეთილი საკითხები იყო, საქართველოს ოკუპაციასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საუბარი იყო კონსენსუსის არარსებობაზე. ევროპარლამენტარები დაწვრილებით კითხულობდნენ იმ თემას, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ისინი კარგად არიან ინფორმირებული. ჩვენ ყველა საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება იმას, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა შედგეს დიალოგი, რადგან დოკუმენტს რომელსაც მივიღებთ, იყოს კონსენსუსის შედეგად მიღებული. ჩვენ შეიძლება მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც ერთპარტიული დოკუმენტი იქნება. ამ დოკუმენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, რადგან კონსენსუსის გარეშე იქნება მიღებული", - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






