საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილი „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით ორმხრივი დოკუმენტის გასაჯაროებას სჭირდება ორმხრივი მხარის თანხმობა და თუკი იქნება ორივე მხარის სურვილი გასაჯაროვდება:
„გაზპრომთან“ ჩვენი კონტრაქტი დასრულდა, როდესაც კონტრაქტი სრულდება მხარეები იწყებენ მოლაპარაკებას, მცდარია ის, ესაა შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, რომ პირობები გაუარესდა. პირობები უარესდება არსებულ კონტრაქტში, როცა კონტრაქტი მთავრდება იწყება ახალი მოლაპარაკებები, ახალი მოლაპარაკებების დროს ორივე მხარე ცდილობს თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები მიიღოს. დეტალებში არ წავალ, რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო ეს კონტრაქტი ჩვენთვის. ვთქვი, რომ ეს არის ცივილური სამყარო, დღესდღეობით გადასულია იმ ფორმებზე, როგორც ეს კონტრაქტი. ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ, ან გვეთხოვა და მათი კეთილი სურვილიდან გამომდინარე დათანხმებოდნენ იმ პირობებზე, რომელიც გვეგონა, რომ მომგებიანი იყო ჩვენთვის“, - აღნიშნა ელოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






