NATO არ აპირებს საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება რუსეთთან აწარმოოს - ჯეიმს აპატურაი
პოლიტიკა - 13:09, 13 Jul, 2017     6565
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება. აპატურაის თქმით ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალი რუსეთს შეუთანხმოს, რადგან ალიანსში საქართველოს მომავალი მხოლოდ ნატოს და საქართველოს გადასაწყვეტია. აღნიშნული განცხადება აპატურაიმ „მოამბის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან საუბარში გააკეთა:

„მე სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები კარგად თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს და ამავე დროს გვაქვს მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი, ეს ხდება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ იდეა არის ის რომ საქართველოს მომავალზე იმსჯელონ ნატომ და რუსეთმა მაშინ ეს შეუძლებელია და არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. ალიანსში საქართველოს მომავალი ნატოს და საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა. რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგს, დიალოგი მნიშვნელოვანია და არაერთი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის შეიდზლება ამ დიალოგს ჰქონდეს შედეგი, მეორე - დიალოგით მხარეებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ პოზიციების შესახებ, მესამე - ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მძიმე სიტუაციაში საქართველოს აქვს კონსტრუქციული დიალოგის მცდელობის სურვილი. მე ვსაუბრობ იმ ფორმატებზე, რაც არსებობს, ტარდება ჟენევის მოლაპარაკებები. საქართველომ თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. თქვენ გვერდით არიან პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი, ის ფორმატები, რაც უკვე არსებობს, სერიოზული პოლიტიკური სიგნალია, სასაუბრო არხი ღიაა და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს შედეგს მივაღწიოთ“- განაცხადა აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42