პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს.
პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დემოკრატიაა.
„დემოკრატიული პროცესი საქართველოში მიმდინარეობს, რომლის შინააარსიც მდგომარეობს ევროპული კულტურის ქვეყნის, ევროპულ ინსტიტუტებზე დაფუძნებაში. ჩვენი 26 წლოვანი, ახალი სახელმწიფოს ისტორია სწორედ მცდელობაა ევროპული კულტურის ქვეყანა და ხალხი ჩამოყალიბდეს ევროპული პოლიტიკური კულტურის ფარგლებში, ჩამოყალიბდეს ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების ფარგლებში და ჩამოყალიბდეს ისეთ პოლიტიკურ ველზე, როგორც ეს ხორციელდება ევროპულ ქვეყნებში და ევროპულ პოლიტიკურ ცივილიზაციაში
არ შეიძლება ვილაპარაკოთ პოლიტიკურ კულტურაზე სადღაც მომავალში, პოლიტიკური კულტურა, დემოკრატიული არჩევანი არის დღეს და აქ...
ჩვენ არა ზოგადად იდეალებზე საუბარი, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში რეალური დემოკრატიული, რეალური ევროპული ღირებულებების განხორციელება გვმართებს. არ შეიძლება ვილაპარაკოთ პოლიტიკურ კულტურაზე სადღაც მომავალში. პოლიტიკური კულტურა, დემოკრატიული არჩევანი არის დღეს და აქ. ამ თვალსაზრისითაც თქვენთან თანამშრომლობა, თქვენთან ერთად ამ პროცესის გაღრმავება, არის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხის შეკვეთის მაქსიმალური მსახურება“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






