ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" სიტყვით გამოსვლისას მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას უარღესად პრინციპულები იყვნენ.
"გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. როდესაც კომენტარები მცოცავ ოკუპაციაში არის აღვსილი ცინიზმით, ეს დაძაბულობის შემტანია რეგიონში. საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უარღესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობაზე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში ხდება, ოკუპაციის სახით, გვაქვს ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, რომელიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად...
არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ახალი ბარიერების გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არამარტო ჩვენი მოქალაქეების, არამედ თქვენ მიერაც, ჩვენი კოლეგებო და მეგობრებო. ასეთი უსამართლობა არ მთავდრება ხოლმე იქ, სადაც ის მთავრდება. ყოველთვის ასე უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედელებს მოჰყვება თავისი ექო სხვა შემთხვევბში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პრინციპული და მოველით თქვენგანაც ნათელ და მკაფიო შეფასებას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს", - განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






