გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 10:43, 13 Jul, 2017     1108
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება.

საუბრისას ყურადღება დაეთმო განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების, სუფთა ენერგიის წარმოების ზრდისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და დაადასტურა მთავრობის მზაობა, წვლილი შეიტანოს ემისიის შემცირებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, ასევე - ხელი შეუწყოს ევროკავშირთან მჭიდრო ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთება, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.

საუბარი შეეხო „შაჰდენიზის" პროექტის როლს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების კუთხით და სხვა სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს აკავშირებს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომლის მოცულობამ 947 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პირველია.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ენერგორესურსებზე ქვეყნის მზარდ მოთხოვნასთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე, რომლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42