ფადი ასლი: კორუფციამ მასშტაბური სახე მიიღო სასამართლოში, საერთოდ არ არსებობს ნდობა სასამართლოს მიმართ
პოლიტიკა - 21:58, 12 Jul, 2017     2136

უცხოელი დიპლომატები და ინვესტორები საქართველოში არსებულ კონკრეტულ პრობლემას ღიად ადასტურებენ. სასამართლო სისტემაში კორუფცია და წინასწარ გარიგებული საქმეები გახლავთ ბრალდებები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა პირადად ევროკავშირის ელჩისგან ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე მოისმინეს.

14 ივნისს გამართული ინვესტორთა საბჭოს სხდომის დეტალები ერთი თვის შემდეგ გახდა ცნობილი, ოფიციალურ ვებგვერდზე სხდომის ოქმი აიტვირთა.

ოქმში ნათქვამია:

იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის დელეგაციის თავმჯდომარემ:

აღნიშნა რომ ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო რეფორმას.

ისაუბრა იმაზე, თუ რა ეტაპზეა რეფორმის პროცესი.

ხაზი გაუსვა ევრო-ასოციაციის შეთანხმების დებულებებს, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ეფექტურობას, მიუკერძოებლობასა და მოსამართლეების პროფესიონალიზმს, რომელებიც ნებისმიერი პოლიტიკური ან სხვა სახის არასასურველი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყვნენ. ამ წინამძღვრების დაცვა აუცილებელია სწრაფი და გამჭირვალე სასამართლოს ჩამოსაყალიბებლად

გამოხატა რწმენა, რომ ამ ღირებულებებს საქართველოს მთავრობაც იზიარებს

უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორ განახორციელებს სასამართლო ხელისუფლება განვითარების ახალ სტრატეგიას პრაქტიკაში

ევროდელეგაციის მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეინიშნება:

დარღვევები მოსამართლეების არჩევა, დანიშვნასა და დაწინაურების პროცესში; წინასწარი გარიგებები საქმეებთან დაკავშირებით; პროცედურული ხარვეზები; ფავორიტიზმი; კორუფცია და არასასურველი ჩარევები.

ახსნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომერციული პალატები კარგი იდეაა, აუცილებელია მიუკერძოებლობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა.

აღნიშნა, რომ ევროკავშირის დელეგაცია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას.

გადაწყვეტილება: ახალი ფორმატის დაარსება და მისი პრემიერ მინისტრისთვის წარდგენა მომდევნო ფუნქციონირებისთვის.

ოქმიდან ირკვევა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში მთავარ პრობლემად სასამართლოს ასახელებენ. აღნიშნულს პასუხობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე:

„ჩვენმა სასამართლომ გამოიჩინა ის სიმტკიცე და დამოუკიდებლობა, რაც საჭირო იყო თუნდაც ბიზნესის დაცულობისთვის, შეიძლება ამის მაგალითად მოყვანილი იქნეს ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა საერთაშორისო ინვესტიციებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სასამართლოს შეუძლია ასეთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

თუმცა ოქმში აღნიშნულია სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალური მენეჯერის იან ვან ბილსენის პოზიცია, რომელმაც ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ხაზი გაუსვა კერძო სექტორის მიერ აღქმული სასამართლო სისტემის პრობლემების სიმწვავეს.

ოქმში საუბარია ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის სედეგებზეც:

გიორგი ჭირაქაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტიმა:

გააცნო საბჭო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 100% მთავარ პრობლემად სასამართლოს ასახელებს.

ხაზი გაუსვა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობას ახალი პროექტის შესახებ, რათა სასამართლო სისტემისადმი ნდობა აღდგეს.

ინვესტორთა საბჭოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა. ფადი ასლის განცხადებით, იგი სხდომებზე აღარ დადის, რადგან სიმართლის შელამაზებას სთხოვენ. მისი განცხადებით, ბიძინა ივანისვილთან დაახლოებული პირები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან უცხოელ ინვესტორებს ავიწროვებენ და მათ პრემიერ-მინისტრი ვერ აკონტროლებს:

„კორუფციამ მასშტაბური სახე მიიღო სასამართლოში, საერთოდ არ არსებობს ნდობა სასამართლოს მიმართ, ეს კი სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ინვესტიციების შემოტანაზე, პრემიერი ვერ აკონტროლებს საგამოძიებო უწყებებს და პროკურატურას, ჩვენთან ყოველდღე მოდიან ახალი პრობლემებით უცხოური კომპანიების წარმომადგენლები. მოვიდა წარმომადგენელი სამეგრელოდან, რომელსაც უკანონოდ ჩამოართვეს ქვის სამტვრევი და გვითხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიღაცას დაავალა ეს გაეკეთებინა. მაინტერესებს, ბოლო თვეებში როგორ ექმნება 50-მდე უცხოურ კომპანიას პრობლემები? შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი არ ყოფილა ასეთი ვითარება. ამას აკეთებს მმართველ ძალასთან დაახლოებული ხალხი, ისინი ბიძინა ივანიშვილთან არიან დაახლოებული და პრემიერი არ ანაღვლებთ“, - აცხადებს ფადი ასლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42