ნინო სურგულაძის პროტესტი რუსულ ოკუპაციას - მეცო-სოპრანო მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებს მიმართავს
პოლიტიკა - 20:35, 12 Jul, 2017     10555
მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე შიდა ქართლში, საქართველოში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ მიმართვას ავრცელებს:

მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც ომისა და მშვიდობის მიმართ მგრძნობელობას არასოდეს დაკარგავს. რომელმაც იცის თავისი ისტორიული მეხსიერების ფასი და პატივს მიაგებს სხვათა ეროვნულ ღირსებას. ამიტომ შეუძლებელია დუმილით ვუცქირო იმ პროცესებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლივ ტრიალებს და რომელსაც პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ყველაფერი ზოგადადამიანურ ტკივილს უკავშირდება. უკვე წლებია ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობ, ადამიანებს შევუმსუბუქო სოციალური ყოფა. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ სიკეთე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტება. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ადამიანები საშობლოსთან ერთად კარგავენ ადამიანის უფლებებს და რჩებიან იმ სივრცეში, სადაც ისინი არავის აინტერებს. ძალიან მინდა, ამ დროს ჩემთან მხოლოდ ხელოვანები კი არა, პოლიტიკოსებიც იყვნენ, რადგან კაცობრიობის სინდისად აღიარებულ კულტურას აუცილებლად ჭირდება მათი რეალური მხარდაჭერა.

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიო ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ქმედითი ღონისძიებებისაკენ. მსოფლიო არ შეიძლება დარჩეს გულგრილი ამ პროცესების მიმართ.

მე არ ვიცი, რას განიცდიან დიდი პოლიტიკის შემოქმედნი, როცა მავთუხლართებით აძევებენ ადამიანებს საკუთარი წარსულიდან და მშობლიური სახლებიდან, მაგრამ მე ვიცი, რას განიცდიან ისინი და ვწუხვარ ჩემი უმწეობის გამო. ჩვენ - ხელოვანებს შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ, დავეხმაროთ მატერიალურად, მაგრამ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს სისასტიკე. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

და ბოლოს მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე, ჩვენი გაყოფა აფხაზ და ოს ძმებთან მავთულხლართებით შეუძლებელია, საქართველო არასოდეს შეეგუება ამ რეალობას. რადგან ისტორიული სამართლიანობა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აღდგება და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ მისი მონაწილე.

პატივისცემით ნინო სურგულაძე

მეცო- სოპრანო

ახალი ზელანდია

12 ივლისი

#არაოკუპაციას





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42