სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის ნანუკა გულუას (დოჩის) დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "დარდიმანდი" ავრცელებს, რომლის სტუმარიც ნანუკა გულუა უნდა ყოფილიყო, თუმცა დედის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირდაპირი ეთერი ვერ შედგა:
"რადიო „დარდიმანდი“ ბოდიშს უხდის ერთგულ მსმენელებს და Facebook Live - ს მაყურებელს გადაცემის ,,სტუმრად დარდიმანდში“ არ გასვლის გამო. რისი მიზეზიც მსახიობ ნანუკა გულუას (დოჩის) დედის ჯანმრთელობის გაუარესება გახდა.
ნანუკა გულუამ რადიო დარდიმანდთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დედა მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და ის ზუგდიდიდან თბილისის საავადმყოფოშია გადმოყვანილი.
მსახიობის დედას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხოლო რადიო დარდიმანდის მსმენელს კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს"- ნათქვამია რადიოს ფეისბუქ გვერდზე.

მასალის გამოყენების პირობები






