მცოცავი ოკუპაცია - სერგეი ლავროვის პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 18:09, 12 Jul, 2017     9879
რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, „იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ჩნდება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის და საქართველოსა და აფხაზეთს შორის, არსებობს მექანიზმი - ჟენევის დისკუსიები".

"ამ დისკუსიების მთავარი თემა კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერებაა. უკვე დიდი ხანია, განიხილება კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებებს მტკიცეს გახდიდა. სამწუხაროდ, ქართული დელეგაცია მათ მიღებას აფერხებს, რადგან სურს, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. ეს არ გამოვა... ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ დასკვნაში შავით თეთრზე წერია - ვინ დაიწყო კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში. ამიტომ, ბატონ სააკაშვილს შეუძლია დაადასტუროს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და რომლებიც დაფიქსირებულია მომხსენებლების მიერ. ადგილზე არსებული საკითხების განსახილველად კი, არსებობს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ის ასევე იკრიბება რეგიონში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს მონაწილეობით. ამიტომ, საჭიროა იქ მუშაობა. უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და არ ეცადონ, რომ ადგილზე მიმდინარე პროცესების შესახებ საუბარი გადაიზარდოს დისკუსიაში - ოკუპაციის ან რაიმე მსგავსის შესახებ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებულები და ის რომ, ისინი ჟენევის დისკუსიებში სწორედ ამ სახით მონაწილეობენ, ჩვენში არანაირ ეჭვებს არ იწვევს,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსიმაც, გააკეთა.

„ევროკავშირის და ბელგიის პოზიცია ცნობილია იმასთან დაკავშირებით, რაც იქ ხდება. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ შესაძლებლობები და ვაწარმოოთ ნამდვილი დიალოგი სპეციალური მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის ეუთოს შიგნით. გუშინ და გუშინწინ გვქონდა შეხვედრა. შევეცადეთ განგვეხილა, რისი გაკეთება შეიძლება ახალი სახეების ჩართვით, რომლებიც ეუთოში ინიშნებიან. იგივე ეხება ჟენევის პროცესსაც. ასე რომ, დავაკვირდებით ვითარებას. გვაქვს პოტენციალი გავაძლიეროთ დიალოგი. რა თქმა უნდა, ყველა მხარე თანახმა უნდა იყოს, ვიდრე სხვა რაღაცას დავიწყებთ,“ - განაცხადა რეინდერსიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42