სკანდალური აღიარება 4 წლის შემდეგ - მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა და სუბარ-ფარცხალაძის გარიგება
პოლიტიკა - 17:40, 12 Jul, 2017     44148
"რუსთავი 2"- ის გადაცემა "განსხვავებული აქცენტები" - 15 ივლისს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აანონსებს. გადაცემის ანონსში ჩანს, რომ ირაკლი კორძაია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 4 წლის წინ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს და შემდეგ აღნიშნული ვიდეო-კადრების გაქრობის გაქრობას ცდილობდნენ.

"მოსმენილი მქონდა უშუალოდ მომუშავე ხალხისგან, როგორ გაიყვანეს, ვინ გაიყვანა... შემდეგ რა ვქნათ, როგორ ვქნათ, რამენაირად უნდა დავმალოთ ვიდეო ჩანაწერის ამბავი"- აცხადებს კორძაია.

სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ ჩანაწერები არც 24 და არც 48 საათის შემდეგ არ იშლება. კორძაია შაბათს 22:00 საათზე უპასუხებს კითხვებს ვინ გაანადგურა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ვიდეო კადრები და ვინ დაფარა დანაშაული.

"ფარცხალაძეს ხელისუფლებამ უამრავი ფული მისცა, დარბაისელმა უამრავი პრემია აიღო"- ამბობს კორძაია.

გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საქმეში სამინისტროს ყოფილ მინისტრს, სოზარ სუბარს ადებს ხელს.

"სოზარ სუბარი იყო ერთ-ერთი, მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი კანცელარიის დონეზე წყდებოდა"- აღნიშნავს ირაკლი კორძაია, რომელიც დღეს საფრანგეთში იმყოფება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 4წლის წინ აცხადებდა, რომ საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს, გაყვანის მიზეზი კი, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

ეს ეპიზოდი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაშიც მოხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42