თბილისის ბაგა-ბაღებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
პოლიტიკა - 17:37, 12 Jul, 2017     1222

სააღმზრდელო წლის დასრულებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სხვადასხვა სახის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

ვარკეთილში მდებარე N163-ე ბაგა-ბაღში შეიცვალა ამორტიზებული წყალ-კანალიზაციის სისტემა; პარალელურად, ბაღის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რაც აქამდე არ ყოფილა და რის გამოც ეზოში დაგროვილი წყალი შენობის საძირკველში ჩაედინებოდა, იწვევდა სინესტეს და შენობას ავარიულობის საფრთხეს უქმნიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ამავე ბაღის შენობას ასევე შეეცვლება სახურავი, განახლდება ფასადი, ეზო და სათამაშო მოედანი.

საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის N26 საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში. ბაღის უკანა მხარეს არსებულ ეზოში გრუნტი იშლებოდა და ნაყარი მიწა შენობის უკანა გასასვლელებით სარგებლობას აფერხებდა, რის გამოც საჭირო ხდებოდა მუდმივად გაწმენდის სამუშაოების ჩატარება. გრუნტის დამჭერი კონსტრუქციის მოწყობის შემდეგ, განხლდება ბაღის ეზოს ეს ნაწილიც.

სიახლე დახვდებათ თბილისის N87-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდლებსაც - სექტემბრიდან პატარებს უკვე ეზოთი სარგებლობაც შეეძლებათ. ცაგარელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა არასტანდარტულია, აქ მხოლოდ 5 ჯგუფი ფუნქციონირებს, მისი ეზოს მდებარეობა კი სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა, რის გამოც აქ საყრდენი კედელი მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე აშენდა. სამუშაოების ყველაზე მასშტაბური ნაწილი უკვე დასრულებულია, ორანჟერეის ტიპის ეზო უსაფრთხოების მიზნით, გადაიხურება, შიგნით კი გასართობი და ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყობა.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის რაიონში მდებარე N75-ე საბავშვო ბაღშიც. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, განახლდება ეზო და ბავშვთა სათამაშო მოედანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42