რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარი მშვიდად გადასწია - The Independent
პოლიტიკა - 15:32, 12 Jul, 2017     3315
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Independent საქართველოში რუსეთის მცოცავ ოკუპაციას ეხმიანება.


„რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვარი მშვიდად გადასწია“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა.

„რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთერთი საზღვარი ათასობით მეტრზე მშვიდად გადასწია, იტყობინება ადგილობრივი მედია.

გასულ კვირას, კრემლის ჯარებმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვარი ასობით იარდზე გადასწიეს, G20-ის სამიტზე, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შემხვედრამდე.

საქართველოს უშიშროების სამსახურმა „უკანონო“ უწოდა აღნიშნულ ნაბიჯს და განაცხადა, რომ ამით გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერები დაზარალდნენ.

„ეს არის უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება, რომელიც არღვევს არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირ საფრთხეს უფრთხის უსაფრთხოების სიტუაციას“ - ნათქვამია ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას, ქმედების დაგმობისჯენ მოუწოდა.

„საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ბერკეტს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად“ - განაცხადა მან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ არა „მცოცავი ოკუპაცია,“ არამედ „ძალიან ღია და დინამიური ოკუპაციის პროცესია.“

„ეს პროცესი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიმდინარეობს“ - განაცხდა მან“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ნატო-ში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის პოზიცია , რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს. მისი თქმით. რუსეთი შედარებით სუსტ პოზიციაში იმყოფება, აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, რადგან იცის, დასავლეთი იგივე პასუხს არ გასცემს.

სტატიის ავტორი, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა ნაწილი, ქვეყანას ჩამოშორდა.

2008 წლის აგვისტოში , რუსეთმა ჯარები გაგზავნა და განაცხადა, რომ ეს ქართული ძალისგან სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გააკეთა.

აშშ-ისა და ევროკავშირისგან მხარდაჭერილი საქართველომ განაცხდა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებულ ოპერაცია მიწის ღიად მიტაცებაა.

ხანმოკლე ომის შემდეგ, რუსეთმა ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. შემდეგ ანალოგიურად მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა მოიქცა.

რუსეთის კრიტიკოსები ამბობენ , რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ომი , რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთით დონბასის რეგიონში სეპარატისტი მებრძოლების მხარდაჭერის გენერალური რეპეტიცია იყო" - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42