როგორც დეპუტატმა "ნიუპოსტს" განუცხადა, აბესაძე წლების წინ განათლების სამინისტროში სუს-ის მიერ დაინიშნა.
"ოთარ აბესაძე არ იყო უბრალოდ მერიის თანამშრომელი. ის წინა წლებში იყო ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდულის ხელმძღვანელი, მოგვიანებით, განათლების მინისტრის მრჩეველი. რამდენაცად ჩემთვის ცნობილია ის სუსმა დაუნიშნა. აქტიურად მონაწილეობდა თსუ -ში მომხდარ პროცესებში თვითმმართველობა, რექტორის წინააღმდეგ მართული პროცესები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აბესაძე საკმაოდ სერიოზული კლანის წევრია"- განაცხადა სერგო რატიანმა.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აბესაძე შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა.
"შეიძლება ეს არის შიდა დაპირისპირება, ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არია "ქართული ოცნების" სახე. კორუფცია კი ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათია. ვინ-ვის და რამდენზე იჭერენ, ეს ცაკლე განხილვის საკითხია"- დასძინა ოპოზიციის წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






