"ოცნების სახის დაკავებამ მაფიოზურ-კლანურ მმართველობას ფარდა ახადა"- ხატია დეკანოიძე კორუფციის ფაქტებზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:53, 12 Jul, 2017     2995
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ნიუპოსტთან" საუბრისას ამბობს, რომ ოთარ აბესაძის კორუფციული საქმიანობა თბილისის მერიაში გამონაკლისი არ არის.

ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა კორუფციის სახელთან ასოცირდება, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლის დაკავებამ კი საქართველოში არსებულ მაფიოზურ-კლანურ გადანაწილებას ფარდა ახალა.

"ქართული ოცნების ერთ-ერთი სახის, ოთარ აბესაძის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება ადასტურებს იმას, რომ თბილისის მერიაში და ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში კორუფცია სიღრმისეულადაა ფესვგადგმული. დაწყებული ზედა ეშელონებიდან, დამთავრებული ქვედა ეშელონებამდე კორუფციის შრეებია. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ დედაქალაქის მერიაში ადამიანები ყველა მომსახურებაში ფულს იხდიან და ის ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნებიდან მერიაში მოვიდნენ არა საქმის საკეთებლად, არამედ იმიტომ რომ საკუთარი ჯიბე გაისქელონ, დაასაქმონ ნათესავები და აკეთონ ფული" - განაცხადა "ნიუპოსტთან" ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ოთარ აბესაძის დაკავებამ "ფარდა საბოლოოდ ახალა მაფიოზურ-კლანური გადანაწილების სქემას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა".

"ეს არის ერთი ასპექტი, მინდა შეგახსენოთ გოგაშვილისა და ფარცხალაძის საქმეები, რომლებიც მილიონერები გახდნენ. გოგაშვილი, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა 2 წელიწადში, მოსახლეობის ხარჯზე ასკუპტდა და მილიონერად გვევლინება. თუმცა ამ პირებით გამოძიება არც კი დაინტერესებულა. იგივე ხდება რუსთავი 2 - ის მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. სამართალდამცავები ამ შემთხვევებზე დუმან და დამნაშავეები თავისუფლად დადიან"- განმარტა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.

თბილისის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მას სასჯელის სახით ექსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

ოთარ აბესაძე საზოგადოებამ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გაიცნო. ის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა დროს განათლების მინისტრრების მრჩევლადაც მუშაობდა. 2017 წლიდან დღემდე კი საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42