"გვახსოვს კახი კალაძის კლანური მმართველობა თბილისის მერიაში"- საკრებულოს წევრები აბესაძის დაკავებას აფასებენ
პოლიტიკა - 12:13, 12 Jul, 2017     5036
საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მერის წარმომადგენელის ოთარ აბესაძის დაკავებას საკრებულოს ოპოზიციური პარტიები უკვე გამოეხმაურნენ.


ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარინა დათუკიშვილი თემის შეფასებისას ამბობს, რომ აბესაძის დაკავება არ უკვირს, ის დედაქალაქის მთავრობაში კახა კალაძის ცოლის ძმის საქმიანობას და ქრთამის აღებისთვის მერიისა და გამგეობის თანამშრომლების დაკავებას იხსენებს.

„ჩვენ გვახსოვს კახი კალაძის კლანური მმართველობა თბილისის მერიაში, რომელიც არაერთგზის აღვნიშნეთ და ბოლოს მივაღწიეთ იმას, რომ მისი ცოლის ძმა, რომელსაც დიპლომი არ ჰქონდა და კურირებდა განათლების სამსახურს გაშვებული ყოფილიყო თბილისის მერიიდან, ჩვენ გვახსოვს გამგებლის მოადგილეები, რომლებმაც 50 ათასი ლარის ოდენობის ქრთამი აიღეს თბილისის მერიასა და თბილისის გამგეობებში და დღეს უკვე ვხედავთ ჩვენს ოთარ აბესაძეს. ოთარ აბესაძე არ გახლავთ რიგითი წევრი "ქართული ოცნების," ოთარ აბესაძე გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული სახე „ქართული ოცნების“ და მერიის წარმომადგენელი ქალაქ თბილისის საკრებულოში,“-აცხადებს მარინა დათუკიშვილი.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. ოთარ აბესაძის და დავით ნარმანიას პირად მეგობრობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ის იყო და არის უახლოესი მეგობარი დავით ნარმანიასი და ყოველთვის ლაპარაკობდა ის პირადად ნარმანიას სახელით, საჯაროდ და ოფიციალურად და აღმოჩნდა რომ ის იყო ჩვეულებრივი მექრთამე. ის რომ მერია არის გახრწნილი კორუფციით და რომ გავიძახი, უბრალოდ მე ოპერატიული მუშაკი არ ვარ რომ ფაქტზე დავიჭირო ხალხი თორემ ეს ინფორმაცია ყოველთვის მომდის. მათ შორის მესმოდა აბესაძეზეც, რომ ხელს აფათურებდა ძალიან ბევრ რამეში და დადასტურდა კიდეც,“-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42