ანალისტიკოსის თქმით, ქართველი დეპუტატები ხელს უწყობენ კრემლს მოახდინოს საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაცია.
„უკრაინის მოვლენების გამო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კვლავ წამოიჭრა საერთაშორისო არენაზე. მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა, მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ახალი ნაკადი იწყება. ამ დროს კი, იმ ქვეყნის წარმომადგენლები რომლის ნაწილი ოკუპირებულია, მიდიან რუსეთში და საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებენ, თითქოს მოსკოვთან რაიმეზე მოლაპარაკება შესაძლებელია.
ქართველი პარლამენტარები ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ და ამას ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა არ ეწინააღმდეგება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მათი პოლიტიკაა. რუსეთი შეეცდება იმის ლეგიტიმაციას, რაც უკვე ჩაიდინა და ნებისმიერ თემაზე ისაუბრებენ, დეოკუპაციის გარდა. ეს შეხვედრა საქართველოს პოლიტიკის შემოტრიალების დემონსტრირებაა. ვთვლი, რომ ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია,”-განაცხადა ლოლიტა ცარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






