,,საქართველოში არ არის ხელისუფლება, ყველაფერს მართავს რუსი ოლიგარქის ბოღმა“ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 22:48, 11 Jul, 2017     3404
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ერთი ოლიგარქის მიერ იმართება, რომლის „ბოღმა მართავს ყველაფერს“.

„საქართველოში არ არის ხელისუფლება, არის ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც სადღაც ზის თუ წევს და დივანზე თუ ტახტზე წამოწილილი ირგებს ხან მინისტრის, ხან მერის ნიღბებს, სინამდვილეში კი მისი ნება მართავს ყველაფერს, ნება კი არა, ბოღმა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2012 წლის პარლამენტის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოფილ ხელისუფლებას დიდი შანსი ჰქონდა არჩევნები მოეგო. მეტიც სააკაშვილმა წლების მერე ღია ეთერში თქვა, რომ ივანიშვილის განეიტრალება შეეძლო.

„რუსეთმა მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს არა 2008, როცა რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში 2012-ში, არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნებს წინ უძღოდა ბავშვის მკვლელობა, არჩევნებს წინ უძღოდა დადგმული ციხის კადრები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წელს ის გადადგა, ხალხს მისცა პრეზიდენტის სასახლის გასაღები და უთხრა, რომ მათ უნდა დააბრუნონ სასახლეში:

„მე ორჯერ წავედი, მათ შორის, 2008 წელსაც და ხალხის ნებას დავემორჩილე, ვუთხარი მას, რომ თუ უნდათ, დავბრუნდე სასახლეში პრეზიდენტად, მათ უნდა ამირჩიონ“- განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო ოპონენტების განცხადება იმის შესახებ, რომ 2008 წლის არჩევნები გააყალბა.

„გამორიცხულია... არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ დიდი გაჭირვებით, მოვიგეთ... რა გაყალბდა, "გრეჩიხამ" მოგვიგო მაშინ თუ პატარკაციშვილმა„- თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42