სააკაშვილმა 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმაის მოგერიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი აშშ-ის აქტიურობამ ითამაშა.
„ჩვენ მოვახდინეთ მაშინ სასწაული და, რა თქმა უნდა, ეს მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზაციის პირობებში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრობლემა არცერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან არ ისმის.
ამის მაგალითად სააკაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა მოიყვანა, სადაც მისი თქმით, საქართველოს არ იყო ნახსენები.
ამ საკითხზე საუბრისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ყოფილი პრემიერი გააკრიტიკა. კრიტიკის ობიეატი გახდა მოქმედი პრემიერიც.
„დღეს ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე საუბრობს, რომ უკრაინის დესტაბილიზაცია უნდა შეაჩეროს. დღეს ჩვენ მხარდამჭერები აღარ გვყავს. მხარდამჭერები მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაგვრჩა.
ტრამპს ბიძნა ივანიშვილი ეძახდა აფერისტს. ამბობდა, რომ მისი პროექტი არის დიდი აფიორა ბათუმში. ივანიშვილის მომხრეები მუდმივად ღლიცინებდნენ, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი. ამოიღეთ ვიდეო კადრები, მთელი ელიტა ტრამპის სახელს ფეხქვეშ თელავდა. ეს არის ის პრეზიდენტი, რომლის პროექტები შეაჩერეს და მან და მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
გვერდზე რომ დაიყენა კვირიკაშვილი, სხვათა შორის მისი სახელიც კი არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, სირცხვილის გრძნობა არავის ჰქონდა პატარა ბიჭივით რომ იყო ატუზული მაგიდის გვერდზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






